К основному контенту

Сообщения

Сообщения за июль, 2016
ეს მაგიური მერჩენდაიზინგი! რა უშლის ხელს პროდუქციის გაყიდვებს მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, აფთიაქებში და ა.შ. და რა საშუალებებს ვერ იყენებენ ეფექტიანად სადისტრიბუციო კომპანიები და სავაჭრო ქსელები? რას წარმოადგენს სინამდვილეში მერჩენდაიზინგი? მერჩენდაიზინგი არის - სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგება და ისეთი სახით და რაოდენობით წარმოდგენა (და გაფორმება) - რაც უზრუნველყოფს ამ პროდუქციის ინტენსიურ გაყიდვებს (რეალიზაციას). მოდით თავიდან შევთამხდეთ, რომ პროდუქციის გაყიდვებში დაინტერესებულია, როგორც (თავისთავად) სუპერმარკეტი (ან ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტი და მათ შორის აფთიაქები) - ისე დისტრიბუტორიც. რატომ ხდება ისე, რომ საუკეთესო ადგილას განლაგებულ სავაჭრო თაროებზე („ოქროს თაროები“) წარმოდგენილი პროდუქციაც ვერ იყიდება  სასურველი რაოდენობით? და აქ მიზეზი შეიძლება სულაც არ იყოს , არც მაღალ ფასებში და არც მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობაში. ჩვენთან საქართველოში, სამწუხაროდ ნაკლებად აქცევენ  მერჩენდაიზინგის მნიშვნელობას ყურადღებას (მხედველ...