ეს მაგიური მერჩენდაიზინგი! რა უშლის ხელს პროდუქციის გაყიდვებს მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, აფთიაქებში და ა.შ. და რა საშუალებებს ვერ იყენებენ ეფექტიანად სადისტრიბუციო კომპანიები და სავაჭრო ქსელები? რას წარმოადგენს სინამდვილეში მერჩენდაიზინგი? მერჩენდაიზინგი არის - სავაჭრო სივრცეში პროდუქციის განლაგება და ისეთი სახით და რაოდენობით წარმოდგენა (და გაფორმება) - რაც უზრუნველყოფს ამ პროდუქციის ინტენსიურ გაყიდვებს (რეალიზაციას). მოდით თავიდან შევთამხდეთ, რომ პროდუქციის გაყიდვებში დაინტერესებულია, როგორც (თავისთავად) სუპერმარკეტი (ან ნებისმიერი ტიპის სავაჭრო ობიექტი და მათ შორის აფთიაქები) - ისე დისტრიბუტორიც. რატომ ხდება ისე, რომ საუკეთესო ადგილას განლაგებულ სავაჭრო თაროებზე („ოქროს თაროები“) წარმოდგენილი პროდუქციაც ვერ იყიდება სასურველი რაოდენობით? და აქ მიზეზი შეიძლება სულაც არ იყოს , არც მაღალ ფასებში და არც მოსახლეობის მყიდველობითუნარიანობაში. ჩვენთან საქართველოში, სამწუხაროდ ნაკლებად აქცევენ მერჩენდაიზინგის მნიშვნელობას ყურადღებას (მხედველ...